მათემატიკა ჩვენს გარშემო
1.პროექტის სახელი: მათემატიკა ჩვენს გარშემო.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის
როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს
რამდნიმე მიმართულებით:ა)მათემატიკის გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ
ცხოვრებაში . ბ)მათემატიკის გამოყენება ზოგადად , სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა ცხოვრებაში.
გ)მათემატიკური სტატისტიკა. დ) მათემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-14
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2-3თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სტატისტიკის განხორციელება
კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს
აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები
ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ
მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა,დიაგრამების,
ცხრილების,
გრაფიკების აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
8.სარგებელი სხვებისთვის: მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება
და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: მშობლიური ენისა და ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა
მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას
ისტორია: გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ
მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული
მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია: სხვადასხვა კუთხის და სხვადასხვა ქვეყნის
ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.
უცხო ენა: ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
ისტ: განხორციელება ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების
გამოყენებით.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორი სახელი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა
14. პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი.
No comments:
Post a Comment